ანონსი



საუბრები ქალთა საკითხებზე


პარტნიორები






ვიდეო არქივი








ტელეკომპანია თანამგზავრი
ვიდეო
ხუთშაბათი, 17 ნოემბერი 2011 22:11
პროგრამები მუშაობენ მათთვის საჭირო გარემოში, რომელსაც ოპერაციული სისტემა, ან უბრალოდ სისტემა ეწოდება. სისტემაც, თავის მხრივ, წარმოადგენს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც სხვა პროგრამების შესრულებას უწყობს ხელს. პერსონალური კომპიუტერების უმეტესი ნაწილი ოპერაციულ სისტემად იყენებს კომპანია მაიკროსოფტის პროდუქტს - ვინდოუსს. სისტემა ვინდოუსის სხვადასხვა ვერსიები არსებობს, ძირითადად ესენია XP (იქს-პი), Vista (ვისტა), Seven (7), (ვინდოუს შვიდი). აღნიშნული წარმოადგენენ ვინდოუს ოპერაციული სისტემის სხვადასხვა წლის ვერსიებს, მათი ინტერფეისი გარკვეულწილად განსხვავებულია ერთმანეთისგან, მიუხედავად ამისა ძირითადი მახასიათებლები არ განსხვავდება ერთმანეთისგან. პროგრამები ერთმანეთისგან განსხვავდებიან მათი დანიშნულების მიხედვით. არსებობენ ტექსტური, გრაფიკული რედაქტორები, ელექტრონულ ცხრილებზე მომუშავე პროგრამები, ელექტრონულ ფოსტაზე მომუშავე პროგრამები, საპრეზენტაციო და ინტერნეტში მომუშავე პროგრამები ანუ ბრაუზერები. პროგრამა მომხმარებელი სისტემა ვინდოუსის გარემოში ძალიან ხშირად იყენებენ საოფისე პროგრამების პაკეტს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ვორდი - ტექსტური რედაქტორი, ექსელი - ელექტრონული ცხრილები, პოვერპოინტი - პრეზენტაციის პროგრამა, აუთლუქი - ელექტრონული ფოსტის პროგრამა. ვინდოუსის სტანდარტულ ბრაუზერს წარმოადგენს პროგრამა - ინტერნეტ ექსპლორერი, რომელიც არ შედის საოფისე პროგრამების პაკეტში და სისტემას სტანდარტულად მოყვება. ნებისმიერ პროგრამას გააჩნია ალტერნატივები, ანუ შესაძლებელია ერთი და იგივე სახის სამუშაოს სხვადასხვა პროგრამაში შესრულება. საოფისე პროგრამების პაკეტის ალტერნატივას წარმოადგენს მაგალითად ოფენოფისი, ინტერნეტ ექსპლორერის ალტერნატივას - ბრაუზერები ოპერა, ფაირფოქსი, ქრომი, საფარი და ა.შ. ვორდი ექსელი ინტერნეტ ექსპლორერი ფაირფოქსი ინფორმაციის მინიმალურ ერთეულს წარმოადგენს ფაილი. ნებისმიერი კომპიუტერში მოთავსებული ინფორმაცია ჩაწერილია ფაილების სახით. ფაილს აქვს სახელი და ტიპი. სხვადასხვა პროგრამები სხვადასხვა ტიპის ფაილებს ქმნიან. მაგალითად, ელექტრონული ცხრილის ფაილის ტიპია xls, დოკუმენტის - doc, ტექსტურის - txt, გრაფიკულის - jpg და ა.შ. სახელის და ტიპის ერთმანეთისგან გამოყოფა ხდება წერტილის საშუალებით, მაგალითად chemi_documenti.doc, ან chemi_cxrili.xls, chemi_surati.jpg და ა.შ. ფაილის სახელის მინიჭება მომხმარებელს შეუძლია სურვილისამებრ, ხოლო ტიპს ანიჭებს ის პროგრამა, რომლითაც ხდება აღნიშნული ფაილის შექმნა. შესაძლებელია უკვე არსებული ფაილის სხვა შემნახველ მოწყობილობაში ან კომპიუტერში გადატანა და მისი შესაბამისი პროგრამით გახსნა. ანუ პროგრამის მუშაობის პროდუქტი არის ფაილი, რომელიც მომხმარებელს შეუძლია შეინახოს, შეცვალოს ან გაუზიაროს სხვა მომხმარებლებს. პერსონალურ კომპიუტერს გააჩნია მეხსიერების მოწყობილობა, სადაც ინახავს მომხმარებლის და ოპერაციული სისტემის კუთვნილ ფაილებს და ახდენს მათ ორგანიზებას საქაღალდეებში. ნებისმიერ საქაღალდეში შეიძლება მოთავსებული იქნეს კიდევ უამრავი საქალდე და ფაილი. საქაღალდეების ასეთ სტრუქტურას ხისებრი სტრუქტურა ეწოდება. არსებობს მეხსიერების მოწყობილობა, შემდეგ კი მასში მოთავსებული სხვადასხვა ფაილები და საქაღალდეები, რომლებშიც თავის მხრივ სხვა საქაღალდეები და ფაილები შეიძლება იყოს მოთავსებული.